აზერბაიჯანის არმიამ სომხურ ძალებს დანაკარგები ისევ მიაყენა

აზერბაიჯანის არმიამ სომხურ ძალებს დანაკარგები ისევ მიაყენა

1524348
აზერბაიჯანის არმიამ სომხურ ძალებს დანაკარგები ისევ მიაყენა

აზერბაიჯანულმა არმიამ, სომხურ ძალებს, რომლებიც მთელი ღამით ესროდნენ აზერბაიჯანელ ჯარისკაცებს და დასახლებებს ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით, დანაკარგები მიაყენა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეტაკებები ძირითადად აღდერეს, აღდამის, ჰოჯავენდისა და გუბადლის მიმართულებებში გრძელდება.

განცხადების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხურმა ძალებმა სერიოზული დარტყმა მიიღეს ფრონტის ზოგიერთ ნაწილიზე, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის დანაკარგი განიცადეს და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის არმიის 1 ერთეული T-72 ტანკი, 1 ერთეული D-30 ჰაუბიცა, 1 ნაღმტყორცნი და საბრძოლო მასალით სავსე სატვირთო მანქანა გაანადგურა.

აქვე ხაზგასმულია, რომ მთელი ფრონტის გასწვრივ მიმდინარეობს ოპერაციები და რომ სიტუაცია აზერბაიჯანის არმიის კონტროლის ქვეშაა.

 


საკვანძო სიტყვები: #სომხეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები