აქტუალური თემის ანალიზი 45

ერაყელი ქურთები პკკ-ს ტერორისტებს ებრძვიან

1522965
აქტუალური თემის ანალიზი 45

 

                                    

ქურთული ტერორგანიზაცია PKK-ს სეპარატისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც  დიდი ხანია რაც ჩრდილოეთ ერაყს აფარებს თავს,  შეტაკება დაიწყო აქ მოქმედი  ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის საჯარისო შენაერთ ფეშმერგებთან და  სპეცრაზმელებთან. PKK-ს მხრიდან ჩრდილოეთ ერაყში წარმოებული ექსპანსიონისტური პოლიტიკა და ტერაქტები, დიდ საფრთხეს უქმნის თვით ქურთული რეგიონის სტაბილურობასაც. როგორ ცნობილია აქ მოქმედ ქურთ ტერორისტებს ებრძვის ასევე  თურქეთის არმიაც, რომელიც ეფექტურად აგრძელებს ანტიტერორისტულ სამხედრო ოპერაციებს. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA-ს ანალიტიკური ცენტრის საგარეო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

 

სპარსეთის ყურის პირველი ომის შემდეგ, რეგიონში წარმოქმნილი ქაოსით ისარგებლა რა პკკ-ას ტერ ორგანიზაციამ, ჩრდილოეთ ერაყის მთიან რეგიონში  განლაგება დაიწყო და დღემდე თავს აფარებს აქაურ რთულ რელიეფს, საიდანაც სისხლიან თავდასხმებს აწყობს როგორც თურქ ჯარისკაებზე, ასევე სამოქალაქო პირებზეც. ერთ დროს კი ისე გაძლიერდა აქ პკკ-ა, რომ ლამის ჩრდიოეთ ერაყის რეგიონალური მთავრობის ალტერნატიული ძალა გახდა. უფრო მეტიც, როცა ფეშმერგეს ძალები რადიკალურ დეაშელებს ებრძოდნენ, ეს სიტუაცია PKK-მ შესაძლებლობად აქცია და რეგიონში კონტროლ ქვეშ აიყვანა ასობით სოფელი. გარდა ამისა, პკკ-ამ ასევე DEAŞ–ის წინააღმდეგ ბრძოლის მომიზეზებით, თავისი სუვერენიტეტი დაამყარა სინჯარის რეგიონზე და აქ დააარსა იეზიდებისგან შემდგარი ქვეტერორისტული სტრუქტურები.

ამასობაში თურქეთს ამოევსო მოთმინების ფიალა და ოპერაციები საზღვრების იქით გადაიტანა რა, სირიის პარალელურად ერაყშიც  დაიწყო სეპარატისტების დევნა-შევიწროება, რაც დღემდე წარმატებით გრძელდება და დიდ დანაკარგებს განაცდევინებს ქურთ ტერორისტებს

თურქი ჯარების მძლავრი დარტყმებით, ტერორისტებმა დღემდე მრავალი დასახლებული პუნქტი დაკარგეს, ხოლო ამის პარალელურად “მეჰმედჩიკებმა, ე.ი. თურქმა ჯარისკაცებმა, კონტროლზე აიყვანეს მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მაღლობებიც, რომლებსაც ტერორისტული ორგანიზაცია "მედიის თავდაცვის ტერიტორიებს" უწოდებსდა იქიდან უკან დაიხიეს რა, უფრო სამხრეთით დაიწყეს განლაგება.

ასე რომ, ჩრდილოეთ ერაყში PKK-ა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და თავისი უსუსურობის გადასაფარად, თურქეთის არმიისათვის დაზვერვისა და დახმარების გაწევაში, KDP-ე, ე.ი. ქურთისტანის დემოკრატიული პარტია დაადანაშაულა. ამ ბრალდებებმა და მძიმე სიტუაციამ, ორ სტრუქტურას შორის ურთიერთობა მეტად დაძაბა და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩრდილოეთ ერაყის ქურთისტანის ხელისუფლებამ, PKK–ას აქ არსებობა ჩათვალა როგორც ტერორისტული ფაქტორი, რომელიც რეგიონის დესტაბილიზაციისკენ მიილტვის, ხოლო მისი ექსპანსიონისტური პოლიტიკა კი აღიარა როგორც ქურთისტანის ინტერესებისათვის მეტად საფრთხის შემცველი.

ამ დროს ანკარამაც გაზარდა ზეწოლა ქურთისტანის ხელისუფლებაზე და მათაც დაიწყეს რა ფეშმერგების ხელით პკკ-ას შევიწროება, მის ფარგლებში ერბილის მთავრობამ თავისი სპეცდანიშნულების რაზმები განალაგა მრავალ ისეთ რეგიონში, რომლის კონტროლიც პკკ-ას ხელში იყო, მათ შორის ზინი ვერტეს და გარას რეგიონებში, რასაც PKK-მ მკაცრი პასუხი გასცა და  ფეშმერგების წინააღმდეგ პირდაპირი შეტევებიც კი დაიწყო. ესეც არ იკმარეს სეპარატისტებმა და ბოლო ხანებში თავდასხმები მოაწყვეს ასევე ნავთობსადენებზე, რომლებიც ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის მთავარ მაცოცხლებელ არტერიად ითვლება.

ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ჩრდილოეთ ერაყის ხელისუფლება უკვე თურქეთის  თეზისებს იზიარებს და ნათლად ხედავს პკკ-ას გათამამებას. უფრო მეტიც, ანკარა ფაქტებით უმტკიცებს ერბილს, რომ PKK-ას არსებობა ამ რეგიონში, არის მნიშვნელოვანი საფრთხე არა მხოლოდ თურქეთისათვის, არამედ თვით ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიისთვისაც, რადგან, სადაც ქურთი ტერორისტები არიან, იქ სტაბილურობაზე საუბარი ზედმეტია

ასე რომ ახლა, ერბილის მთავრობას, ყოველდღე უფრო მეტად უწევს დაპირისპირება PKK-ას რეალობასთან. ასეთ დროს, როდესაც შეტაკებები უკვე დაწყებულია, ჩრდილოეთ ერაყის ხელისუფლებას მართებს თავის ფეშმერგებს აიძულოს ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციების წარმოება თურქეთის არმიასთან ერთად, რაც ორივე მხარეს სარგებლობას მოუტანს და ბოლოს მოუღებენ რეგიონში ქურთ ტერორისტთა პარპაშს, წერს SETA-ს ანალიტიკური ცენტრის საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები