აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება გრძელდება

1512953
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება

აზერბაიჯანის არმიის მიერ სომხეთის ოკუპაციისგან თავისი ტერიტორიის განთავისუფლებისათვის დაწყებული სამხედრო ოპერაციები გრძელდება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციები აღდერეს, ფიზულის, ჯებრაილისა და გუბადლის მიმართულებებით, სხვადასხვა ინტენსივობით, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხურმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის თავდაცვის ხაზს ქვემეხებიდან და ნაღმტყორცნებიდან, ხოლო აზერბაიჯანის არმიამ საპასუხო დარტყმებით სომხეთის არმიის მე–18 მოტორიზებული  დივიზიას, ტექნიკისა და ცოცხალი ძალების დიდი დანაკარგები განაცდევინა და უკან დახევა აიძულა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის არმიამ დაიკავა სომხეთის არმიის მე-5 გამანადგურებელი პოლკის პოზიციები და იქ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალები ხელთ იგდო რა, ამასთან, დიდი რაოდენობით სომეხი ჯარისკაცი გაანეიტრალა.  “ამავე შეტაკებებში აზერბაიჯანის ჯარმა გაანადგურა მტრის სამი საარტილერიო ბატარეა, რამდენიმე ნაღმტყორცნი და სამი სატვირთო ავტომანქანა, რომლებსაც სამხედრო პერსონალი გადაჰყავდა“, აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განხადებაში. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით კი, განთავისუფლებულ დასახლებათ რაოდენობამ 103 მიაღწია



მსგავსი ინფორმაციები