აზერბაიჯანის არმია მკაცრ პასუხს აძლევს სომხეთის დარტყმებს

განმათავისუფლებელი ოპერაციები გრძელდება

1512212
აზერბაიჯანის არმია მკაცრ პასუხს აძლევს სომხეთის დარტყმებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხური ძალების წინააღმდეგ მოქმედებები, რომლებიც ცდილობენ წინააღმდეგობა გაუწიონ აზერბაიჯანულ არმიას აღდერეს, აღდამის, ფიზულის, ჰადრუთის, ჯებრაილს, გუბადლის და ზანგილანის მიმართულებით, მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხურმა ძალებმა  აზერბაიჯანის არმიის თავდაცვის ხაზზე ცეცხლი გახსნეს ქვემეხებიდან და ნაღმტყორცნებიდან, ხოლო საპასუხო დარტყმებით აზერბაიჯანის არმიამ გაანადგურა მტრის 2 ერთეული T-72 ტანკი, 4 ერთეული გრადის სარაკეტო სისტემა, 1 ერთეული D-30 ჰაუბიცი და 5 ერთეული ბრონეტრანსპორტიორი და ავტომანქანა. ამავე განცხადებით, აზერბაიჯანის არმია ოპერატიულ ვითარებას მთელ ფრონტზე აკონტროლებს



მსგავსი ინფორმაციები