აზერბაიჯანმა სომხეთის ორი ბალისტიკური რაკეტის სისტემა გაანადგურა

ისინი აზერბაიჯანის მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმისათვის ემზადებოდნენსომხე

1508541
აზერბაიჯანმა სომხეთის ორი ბალისტიკური რაკეტის სისტემა გაანადგურა

აზერბაიჯანის არმიამ გაანადგურა სომხეთის კუთვნილი ბალისტიკური რაკეტის სისტემები, რომლებითაც  თავდასხმებს ამზადებდნენ სამოქალაქო დასახლებებზე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთში განლაგებული ორი ბალისტიკური რაკეტის სისტემადან ერთი განადგურდა ადგილობრივი დროით 01:00 საათზე, ხოლო მეორე 08.36 საათზე და ორივე სისტემა, წერტილოვანი დარტყმით განადგურდა. განცხადებაში აღნიშნულია რომ განადგურებული რაკეტები ემზადებოდნენ აზერბაიჯანის სამოქალაქო დასახლებებზე თავდასხმისთვის და ამიტომ სომხეთის ტერიტორიაზე განლაგების მიუხედავად, ეს სისტემები აზერბაიჯანული არმიის კანონიერი სამიზნე გახდა.  ცნობილი გახდა ისიც, რომ სომხური ძალები მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ აზერბაიჯანის აღდერეს, აღდამის, ფიზულის, ჯაბრაილისა და ჰადრუტის დასახლებებს, რათა დაკარგული პოზიციები აღდეგინათ და საპასუხო დარტყმებით აზერბაიჯანის არმიამ უკუაგდო რა ეს თავდასხმები, კიდევ გაანადგურა მტრის 5 ერთეული T-72 ტანკი, 3 ერთეული გრადის სარაკეტო სისტემა, 1 ერთეული OSA საზენიტო სისტემა, 1 ერთეული BMP-2 ჯავშანტექნიკა, 1 ერთეული KS-19 საზენიტო იარაღი, 2 ერთეული D-30 ჰაუბიცა და რამდენიმე სამხედრო მანქანა.



მსგავსი ინფორმაციები