აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის კუთვნილი 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის კუთვნილი 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

1507470
აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის კუთვნილი 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის კუთვნილი 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ღამის საათებში სომხეთის არმიის კუთვნილი 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტოვუზის პროვინციის მიმართულებით.

განცხადებაში აღინიშნა, რომ ადგილობრივი დროით დაახლობით 10:00 საათზე ფრონტის ხაზის აღდამის პროვინციის მიმართულებით აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა განადგურეს სომხური უპილოტო საფრენი აპარატი.

მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის არმია მთელი ღამის განმავლობაში სომხეთის არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის მიუხევად წარმოებულ თავდასხმებს იგერიებდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხურმა ძალებმა მცირედი შეტევები განახორციელეს აღდერეს, აღდამის, ფუზულისა და გაბრიელის მიმართულებით, დაკარგული პოზიციების ხელახლა დასაკავებლად.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის არმიამ ხელი შეუშალა შეტევებს, გაანადგურა სომხეთის არმიის კუთვნილი T-72 ტანკი, 3 გრადის სარაკეტო სისტემა და გაანეიტრალა ბევრი ჯარისკაცი.

სამინისტროს განცხადებითვე, სომხეთის არმიის მე -9, მე -5 და 522-ე პოლკის პერსონალმა მანქანები მიატოვა და ბრძოლის ველი დატოვა, ხოლო სომხეთის არმიის პირველი პოლკის მუდმივი განლაგების პუნქტში განადგურდა მიწისქვეშა თავშესაფარი.

იქვე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის არმიას მთელ ფრონტზე უპირატესობა აქვს.

სამინისტროს მეორე განცხადების მიხედვით, სომხეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა აზერბაიჯანის აღდამის, ტერტერისა და გორანბოის პროვინციებს.

სომხეთმა და აზერბაიჯანმა მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე 10 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 12.00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ჰუმანიტარული მიზნისთვის, რომელიც ითვალისწინებს ცხედრებისა და ტყვეების გაცვლას მთიან ყარაბაღში.


საკვანძო სიტყვები: #სომხეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები