თავდაცვის მინისტრი აქარი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში გაემგზავრა

თავდაცვის მინისტრი აქარი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში გაემგზავრა

1490005
თავდაცვის მინისტრი აქარი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში გაემგზავრა

ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, სარდლობის დონეზე დელეგაციასთან ერთად ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

აქარი, გენერალური შტაბის უფროსთან გენერალ იაშარ გიულერთან, სახმელეთო ძალების სარდალთან გენერალ უმით დუნდართან, საზღვაო ძალების სარდალთან ადმირალ ადნან ოზბალთან და საჰაერო ძალების სარდალთან გენერალ ჰასან ქუჩუქაქიუზთან ერთად ანტალიის ქაშის რაიონში შეხვედრების დასრულების შემდეგ ლეფქოშაში გადავიდა.

მინისტრი აქარი და მეთაურები თვალყურს ადევნებენ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში მიმდინარე "შეჰით კაპიტან ჯენგიზ ტოპელის სახელობის ხმელთაშუა ზღვის ქარიშხალი -2020 წვრთნის" "გამორჩეული დამკვირვებლის დღის" საქმიანობას.

სწავლება, კვიპროსის თურქეთის სამშვიდობო ძალების სარდლობასა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების სარდლობას შორის, ორმხრივი სწავლების, თანამშრომლობისა და ერთად მუშაობის განვითარების მიზნით, ერთობლივად და პრაქტიკულად ხორციელდება.



მსგავსი ინფორმაციები