საქართველოში მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, დაღუპულია 17 ადამიანი

საქართველოში მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, დაღუპულია 17 ადამიანი

1478007
საქართველოში მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, დაღუპულია 17 ადამიანი

საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მიკროავტობუსის 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადების თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს ახლოს სამგზავრო მიკროავტობუსი 80 მეტრის საიმაღლიდან გადავარდა.

აქვე აღნიშნულია, რომ დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავებული სამი პიროვნება კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, გიორი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრობამ 25 აგვისტო "ეროვნული გლოვის დღედ" გამოაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პრემიერმა, გიორგი გახარიამ, ხელი მოაწერა.



მსგავსი ინფორმაციები