PKK/YPG სამოქალაქოებზე თავდასხმებს აგრძელებს

PKK/YPG სამოქალაქოებზე თავდასხმებს აგრძელებს

1458019
PKK/YPG სამოქალაქოებზე თავდასხმებს აგრძელებს

სირიის აზაზის რაიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია, PKK/YPG-ს მხრიდან წინასწარ დანაღმული ავტომობილით განხორციელებული ტერაქტის შედეგად ბოლო მონაცემებით 5 სამოქალაქო დაიღუპა, 85 კი დაშავდა. ოპოზიციონერების მიერ კონტროლირებად რეგიონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულები რეგიონის და თურქეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიღებული ინფორმაციით, ტერაქტი YPG/PKK-ს მხრიდან განხორციელდა, თუმცა სამოქალაქოების დაზარალების გამო, მათ მომხდარზე პასუხისმგებლობის აღება არ სურთ.

მეორეს მხრივ, გუშინ დილის საათებში აფრინის ცენტრში სირიის ეროვნული არმიის კუთვნილ ერთ-ერთ ავტომობილზე დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა რის შედეგადაც 13 სამოქალაქო დაშავდა.

ცნობისათვის 2019 წლის 22 ოქტომბერს თურქეთ-რუსეთს შორის გაფორმებული მემორანდუმით რეგიონი დეესკალაციის ზონად გამოცხადდა, მაგრამ YPG/PKK-ს ტერორისტებს პერიოდულ თავდასხმებს მაინც აგრძელებენ.



მსგავსი ინფორმაციები