აზერბაიჯანელები გმობენ სომხეთის არმიის აგრესიულ ქმედებებს

ბაქოში მთელი ღამე მიმდინარეობდა საპროტესტო გამოსვლა

1455312
აზერბაიჯანელები გმობენ სომხეთის არმიის აგრესიულ ქმედებებს

სომხური არმიის მიერ აზერბაიჯანის თოვუზის რაიონის საზღვარზე განხორციელებული თავდასხმებისა და მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის პროტესტის ნიშნად, ბაქოელებმა ღამე ეროვნული პარლამენტის შენობის წინ გაატარეს და ერთის მხრივ მათ დაგმეს კვირის აქეთ დაწყებული სომხეთის არმიის აგრესიული ქმედებები, ხოლო მეორეს მხრივ მათ საერთო-სახალხო მობილიზაცია მოითხოვეს. გუშინ საღამოს, ადგილობრივმა და ბაქოს გარეუბნებიდან ჩამოსულებმა, დედაქალაქის ქუჩებში ავტომანქანების კოლონებით ჩაიარეს და გრძელი კორტეჟები შექმნეს. აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშებით გამოსულები, შემდეგ პარლამენტის წინ შეიკრიბნენ და მრავალ ანტისომხურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ რა, ყველაზე მთავარ სლოგანებს წარმოადგენდა, "ყარაბაღი ჩვენია და ჩვენადვე დარჩება," “შეჰიდები მოკვდებიან, მაგრამ, სამშობლოს არ დათმობენ,“ “მთავარსარდალო, სამშობლოს დასაცავად მოგვეცი იარაღი,“ ხოლო ამის პარალელურად, საერთო-ეროვნული მობილიზაციის გამოცხადებასაც მოითხოვდნენ. როგორც ცნობილია, 12 ივლისს სომხურმა არმიამ თავდასხმა განახორციელა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის თოვუზის რაიონის პოზიციებზე, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა აზერბაიჯანის არმიის მხრიდან და ეს სროლები გუშინაც გრძელდებოდა რა, ორივე მხარემ განიცადა დანაკარგები



მსგავსი ინფორმაციები