ეუთომ დაგმო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე წარმოშობილი კონფლიქტი
მან მხარეებს, დაძაბულობის შემცირებისადმი მიმართული ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა
ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა მკაცრად დაგმეს სომხეთ-აზერბაიჯანის მხრიდან ერთმანეთზე განხორციელებული საარტილერიო თავდასხმები და მხარეებს მოუწოდეს, მიიღონ ზომები შემდგომი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, რუსმა იგორ პოპოვმა, ფრანგმა სტეფანე ვისკონტმა და ამერიკელმა ენდრიუ შოფერმა, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის თოვუზის რაიონში მიმდინარე კონფლიქტების შესახებ განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამენ კონფლიქტში დაღუპულთა გამო. "ჩვენ ვგმობთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოქმედი მორატორიუმის დარღვევებს. მხარეებს მოვუწოდებთ, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, მათ შორის არსებული პირდაპირი საკომუნიკაციო არხებიც, რათა კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა შემცირდეს," აღნიშნულია მათ განცხადებაში. სომხურმა არმიამ, გუშინწინ საარტილერიო თავდასხმა განახორციელა აზერბაიჯანის თოვუზის რაიონის სასაზღვრო პოზიციებზე, რასაც მყისიერი საპასუხო ცეცხლი მოჰყვა აზერბაიჯანული მხრიდან და მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტები გააჩუმეს. ამ შეტაკებაში 4 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა, ხოლო სომხური მხარე მალავს დანაკარგებს, როცა აზერბაიჯანული და რუსული მედიის ინფორმაციებით, ათობით სომეხი ჯარისკაცია დაღუპული. მინსკის ჯგუფი შეიქმნა 1992 წელს, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტისა და მთიანი ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების ხელშესაწყობად, მაგრამ, დღემდე ვერ მიაღწიეს რაიმე ხელშესახებ შედეგს