აზერბაიჯანის არმიიდან 7 სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებების დროს 7 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალ-მაიორი დაიღუპა

1454994
აზერბაიჯანის არმიიდან 7 სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებების დროს 7 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალ-მაიორი დაიღუპა.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კერიმ ველიევმა აღნიშნა, რომ ორი დღის მანძილზე კონფლიქტის დროს სომხეთის არმიის ბევრო სამხედრო მანქანა და პოზიცია გაანადგურეს.

ველიევის განცხადებით, კონტრშეტევით სომხეთის არმიის დაახლოებით 100 ჯარისკაცი მოკლეს, ასევე დანაკარგია აზერბაიჯანის არმიაშიც.

მისი თქმით, ამ დილით შეტაკებაში გენერალ-მაიორი პოლად ჰეშიმოვი და პოლკოვნიკი ილგარ მირზეიევი გმირულად დაიღუპნენ.

ველიევი იტყობინება, რომ შეტაკებებში აზერბაიჯანის არმიიდან, ორი მაიორი და ორი უმცროსი ოფიცერი დაიღუპა.

სამინისტრომ გაავრცელა სომხური არმიის პოზიციების დაბომბვის ჰაერიდან გადარებული კადრები.

სომხეთის არმია კვირას ტოვუზის რეგიონში აზერბაიჯანის პოზიციებს თავს დაესხა და აზერბაიჯანის მხრიდან საპასუხო ცეცხლის გახნის შემდეგ დანაკარგებით უკან დაიხია.

სომხეთის არმიამ გუშინ შუა დღისით ტოვუზის პროვინციის საზღვარზე მდებარე სოფლებს აღდამსა და დონდარ კუშჩუს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია ზოგიერთი სახლი დაზიანდა.

ამავდროულად, სომხეთის არმიამ სოფელ აღდამს დღეს ჭურვი ესროლა, რის შედეგადაც სამოქალაქო პირი, 76 წლის აზიზ აზიზოვი დაიღუპა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს დაგმოს სომხეთის თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.


საკვანძო სიტყვები: #შეტაკება , #სომხეთი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები