კონფლიქტი აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე

სომხური მხარე მხარე მალავს ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ

1454026
კონფლიქტი აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, გუშინს აქეთ მიმდინარე კონფლიქტში, აზერბაიჯანული არმიის ერთი უფროსი ლეიტენანტი დაიღუპა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც გუშინ დაიწყო საზღვრის თოვუზის რაიონში, გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულმა არმიამ, ქვემეხების, ნაღმტყორცნებისა და სატანკო ცეცხლის საშუალებით სომხური არმიის მრავალი პოზიცია, საცეცხლე წერტები, საარტილერიო ბატარეები და ჯავშანტრანსპორტიორები და მანქანები გაანადგურა, რითაც მკაცრი პასუხი გასცა სომხური მხარის თავდასხმას. ამავე განცხადებით, სომხური მხარე მალავს ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ. “სიტუაცია აზერბაიჯანული არმიის კონტროლ ქვეშ არის, მტრის წინააღმდეგ  საკადრისი სადამსჯელო ზომები განხორციელდა“, აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის დრონეთი გადაღებული ვიდეო, რომელშიც აზერბაიჯანული მხარის სომხურ პოზიციაზე იერიში ჩანს. გუშინ დაწყებული კონფლიქტში, აზერბაიჯანის არმიიდან 3 ჯარისკაცი დაიღუპა, 4 დაშავდა, ხოლო სომხური მხარე დაღუპულების და დაშავებულების შესახებ რაიმე ინფორმაციას არ ავრცელებს



მსგავსი ინფორმაციები