ტელ-აბიადში მომხდარი ტერაქტის შედეგად კიდევ მრავალი ადამიანი დაიღუპა

ტელ-აბიადში მომხდარი ტერაქტის შედეგად კიდევ მრავალი ადამიანი დაიღუპა

1451372
ტელ-აბიადში მომხდარი ტერაქტის შედეგად კიდევ მრავალი ადამიანი დაიღუპა

სირიის ჩრდილოეთში, სირია-თურქეთის საზღვარზე მდებარე,   ტელ-აბიადის რეგიონში, რომელსაც ოპოზიციონერები აკონტროლებენ, წინასწარ დანაღმული ავტომობილით განხორციელებული ტერაქტის შედეგად 6 სამოქალაქო დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი, ხოლო 7 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, რომლებიც თურქეთის საავადმყოფოებში უკვე გადაიყვანეს. ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მხრიდან ინციდენტის ეპიცენტრში ჩატარებული კვლევები იმაზე მიუთითებს, რომ თავდასხმა ტერორისტული ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მხრიდან არის განხორციელებული.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული რეგიონი თურქეთის შეიარაღებული ძალების და სირიის ეროვნული არმიის მიერ 2019 წელს ჩატარებული ოპერაცია „მშვიდობის წყაროთი“ ტერორისტებისგან გაწმენდილ იქნა.  


საკვანძო სიტყვები: #ტერაქტი , #ტელ-აბიადი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები