ზარიფიმ წერილი გაუგზავნა ბორელის

მან დასავლეთი გააკრიტიკა ბირთვული შეთანხმების საკითხში

1448747
ზარიფიმ წერილი გაუგზავნა ბორელის

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის, აბას მუსევის განცხადებით, ამ უწყების ხელმძღვანელმა მუჰამედ ჯევად ზარიფიმ, წერილი გაუგზავნა  ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელს და მასში გააფრთხილა ბირთვული შეთანხმების საკითხში. მანვე გააკრიტიკა გერმანია, საფრანგეთი და ბრიტანეთი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (UAEA) დირექტორთა საბჭოსადმი წარდგენილი ანტი-ირანული კანონპროექტის გამო და ხაზი გაუსვა, რომ ირან-აესს შორის არსებულ ურთიერთობებში ნებისმიერი ჩარევა, ეწინააღმდეგება ბირთვულ ხელშეკრულებას, რაც საბოლოო ჯამში უარყოფით გავლენას იქონიებს ამჟამინდელ თანამშრომლობაზე. “ზარიფის აზრით, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი არ ასრულებენ ბირთვული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ამიტომ, პრობლემის მოგვარებაში ერთობლივი კომისიის ჩარევა მოითხოვა“, აღნიშნა მუსევიმ. მიმდინარე წლის 19 ივნისს, აესს-ს დირექტორთა საბჭომ, 8 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გამოიტანა გადაწყვეტილება ირანის ორი ბირთვული ცენტრის ინსპექტირებისათვის თავისი თანამშრომლების შესვლის ნებართვაზე. მაგრამ, თეირანის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ აესს-ოს ეს მოთხოვნა ირანის 2 ობიექტის ინსპექტირებაზე ემყარება ისრაელის პრეტენზიებს და არა ლეგიტიმურ და საიმედო დოკუმენტებს



მსგავსი ინფორმაციები