თეირანმა ახალი საკრუიზო რაკეტები გამოსცადა

ამ რაკეტებმა, 280 კმ-ით დაშორებული სამიზნეები წარმატებით გაანადგურეს

1438485
თეირანმა ახალი საკრუიზო რაკეტები გამოსცადა

ირანმა, ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთში, მორიგი სარაკეტო ტესტი ჩაატარა. ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს Tesnim-ის თანახმად, ირანის არმიამ, მორიგი საზღვაო წვრთნები ჩაატარა რა ინდოეთის ოკეანისა და ომანის ზღვის ჩრდილოეთში, სწორედ ამ წვრთნების დროს გამოსცადა თავდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი მოკლე და გრძელ მანძილიანი, ზღვიდან ზღვაზე და ხმელეთიდან ზღვაზე საკრუიზო რაკეტები და წინასწარ განსაზღვრული მიზნები წარმატებით დაარტყა 280 კილომეტრის მანძილზე. 10 მაისს, ირანის საზღვაო ძალების წვრთნებში, რომელიც მხოლოდ ომანის ყურეში ჩატარდა, ირანის საკუთრებაში მყოფი კრეისერისათვის შემთხვევითი სროლის შედეგად, მინიმუმ 19 ჯარისკაცი დაიღუპა



მსგავსი ინფორმაციები