ლიბანელმა სომეხმა წამყვანმა, თურქებს შეურაცხყოფა მიაყენა

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

1434455
ლიბანელმა სომეხმა წამყვანმა, თურქებს შეურაცხყოფა მიაყენა

ლიბანური ადგილობრივი ტელეარხის პირდაპირ ეთერში, სომხური წარმოშობის წამყვანის, ნესჰან დერ ჰარუთიანის  მიერ თურქეთის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ლიბანელი ადვოკატის მუჰამედ ზიად კაფილის თქმით, ”დერ ჰარუთიანმა, ადგილობრივი სატელევიზიო არხის ერთ-ერთ პროგრამაში, მოძმე თურქეთის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა, რითაც ლიბანის ეროვნული ერთიანობის წინააღმდეგ  სექტანტური პროვოკაცია გამოიწვია და ამიტომ, მის წინააღმდეგ სარჩელი იქნა აღძრული.” მანვე სოციალურ ქსელ ფეისბუკზე, ლიბანის პროკურატურაში წარდგენილი სარჩელის ტექსტიც განათავსა. სომხური წარმოშობის დერ ჰარუთიანმა, არაბული ლიგის პარტიის ლიდერისა და გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრ ვიამ ვეჰაბთან წარმოებული გუშინწინდელი პოლიტიკური პროგრამის დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ცილისმწამებლური განცხადებები გამოთქვა  როგორც ოსმალეთის იმპერიის (1299-1922), ასევე თურქეთის რესპუბლიკისა და მისი დღევანდელი ლიდერის, რეჯეპ თაიპ ერდოღანის წინააღმდეგ.  ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ლიბანის სოციალურ ქსელებში და დერ ჰარუთიანის წინააღმდეგ დიდი საპროტესტო ტალღა აგორდა, ხოლო თვით ტელეარხის წინაც ასობით ადამიანი შეიკრიბა ლიბანისა და თურქეთის სახელმწიფო დროშებით და დაგმეს სომეხი წამყვანის ქმედება 



მსგავსი ინფორმაციები