თურქეთმა კვიპროსის ბერძნულ მხარეში მომხდარი ქმედება მკაცრად დაგმო

თურქეთმა კვიპროსის ბერძნულ მხარეში მომხდარი ქმედება მკაცრად დაგმო

1427687
თურქეთმა კვიპროსის ბერძნულ მხარეში მომხდარი ქმედება მკაცრად დაგმო

 

თურქეთმა, კვიპროსის ბერძული მხარის მმართველობაში, ერთ-ერთ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმა მკაცრად დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „სამხრეთ კვიპროსის ბერძნულ მხარეში კერძოდ კი ქალაქ ლიმასოლში მდებარე „ქოფრულუ ჰაჯი იბრაჰიმ აღას“ სახელობის მეჩეთზე მოლოტოვის კოქტეილით განხორციელებულ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. რწმენის  და სალოცავი ადგილების სიწმინდის დაცვის პასუხისმგებლობის ფარგლებში, კვიპროსის ბერძნული მხარის  ადმინისტრაციამ შესაბამისი ზომები რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს და ამ ფაქტში მონაწილე დამნაშავეები დააკავოს და შესაბამისად დასაჯოს. ამდაგვარი თავდასხმები არა მხოლოდ მუსლიმების, არამედ კაცობრიობის მიმართაც საფრთხეს წარმოადგენს“.  

საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმაც, რომელშიც ნათქვამია: „ვგმობ, სამხრეთ კვიპროსის ბერძნულ მხარეში კერძოდ კი ქალაქ ლიმასოლში მდებარე „ქოფრულუ ჰაჯი იბრაჰიმ აღას“ სახელობის მეჩეთზე განხორციელებულ ამ ვერაგულ თავდასხმას. ბერძნულ მხარეს მოვუწდებ ამ ვერაგულ თავდასხმაზე საკუთარი პოზიცია ნათლად დააფიქსიროს და დამნაშავეები დაუყონებლივ დააკავოს და შესაბამისად დასაჯოს. თურქეთი ყოველთვის ეწინააღმდეგება მსგავს და ყველა სახის თავდასხმებს“.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კვიპროსის ბერძნულ მხარეში კერძოდ კი ქალაქ ლიმასოლში მდებარე „ქოფრულუ ჰაჯი იბრაჰიმ აღას“ სახელობის მეჩეთზე ორი დღის წინ, ღამეში ჯერ-ჯერობით დაუდგენელი პირების მხრიდან სამი ერთეული მოლოტოვის კოქტეილით თავდასხმა განხორციელდა და მეჩეთის კედელზე საღებავებით ანტი-ემიგრანტული და ანტი-ისლამური ფრაზები დაიწერა.



მსგავსი ინფორმაციები