რუსი და ამერიკელი სამხედროების მეორე დაპირისპირება სირიაში

ამჯერად რუსებმა გზა გადაუკეტეს ამერიკელებს

1409688
რუსი და ამერიკელი სამხედროების მეორე დაპირისპირება სირიაში

სირიის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში, ჯერ კიდევ ადრე, აშშ-ის ძალების მიერ გზა გადაკეტილმა რუსმა ჯარისკაცებმა, ამჯერად შური იძიეს და გზა გადაუკეტეს რა ამერიკელ სამხედროებს და ტექნიკას, ისინი უკან გააბრუნეს და არ დაუშვეს გზის გაგრძელება ქალაქ კამიშლისკენ. მიღებული ინფორმაციებით, რუსმა ჯარისკაცებმა,   გზა გადაუკეტეს და შეაჩერეს ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებსაც სურდათ ქურთული ტერორისტული ორგანიზაციის, YPG/PKK- ს ოკუპაციის ქვეშ მყოფ ქალაქ კამიშის ცენტრში მოხვედრა და იძულებული გახადეს უკან დაბრუნებულიყვნენ. ადგილობრივი წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 10 ამერიკული ჯავშანტექნიკა, ჰასექეს რაიონის რუმეილან-ქამიშლის ხაზზე პატრულირების დროს, რაიონული ცენტრიდან 20 კმ-ის დაშორებით, ჰაზნას გზაგასაყრზე, შეჩერებულ იქნა 9 რუსული ჯავშანტექნიკით და აიძულეს მათ უკან დაბრუნება რა, ისინი არ გაუშვეს კამიშლისკენ.  ამ ქმედების კვალდაკვალ, რეგიონი დასტოვა ასევე ორმა ამერიკულმა თვითმფრინავმაც. ადრე ამერიკელმა ჯარისკაცებმა შეაჩერეს და რუმეიჰანის ნავთობის ველამდე არ მიუშვეს რუსი ჯარისკაცები



მსგავსი ინფორმაციები