M4-ის გზაზე თურქეთ-რუსეთის მეხუთე ერთობლივი პატრულირება განხორციელდა
M4-ის გზაზე თურქეთ-რუსეთის მეხუთე ერთობლივი პატრულირება განხორციელდა
1402648
სირიის იდლიბის პროვინციაში სტრატეგიული მნიშვნელობის M4-ის (ალეპო-დამასკოს დამაკავშირებელი) საავტომობილო გზაზე კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების ფარგლებში, თურქეთის და რუსეთს სამხედრო შენაერთებმა მეხუთე ერთობლივი პატრულირება განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, თურქეთის ეროვნული თავდავის სამინისტრო ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ თურქეთ-რუსეთს შორის იდლიბის დეესკალაციის ზონასთან დაკავშირებით მემორანდუმი, 5 მარტს მოსკოვში გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით უნდა შექმნილიყო 6 კილომეტრიანი ზონა იდლიბის პროვინციაში გამავალი მნიშვნელოვანი მაგისტრალის M4-ის ჩრდილოეთით და სამხრეთით. აღნიშნულ რეგიონში ერთობლივი პატრულირება 15 მარტს დაიწყო.