დეაშმა თავდასხმა განახორციელა პოლიციის პუნქტზე
დაიღუპა 1 პოლიციელი
1396988
ერაყის ქალაქ ქირქუქის საოლქო პოლიციის ერთ-ერთ სადამკვირვებლო პუნქტზე, ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს, 1 პოლიციელი დაიღუპა. ქირქუქის პოლიციის დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, დეაშის ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს ქირქუქის სამხრეთში მდებარე ჰავიჯეს რაიონში მოქმედ ერაყის ფედერალური პოლიციის სადამკვირვებლო პუნქტზე, რის შედეგადაც 1 პოლიციელი დაიღუპა