მიჩოტაკისს ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრანტთა ახალი შეთანხმების გაფორმება უნდა

მიჩოტაკისს ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრანტთა ახალი შეთანხმების გაფორმება უნდა

1390985
მიჩოტაკისს ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრანტთა ახალი შეთანხმების გაფორმება უნდა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიჩოტაკისმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს წერილი გაუგზავნა და ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრანტთა ახალი შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.

ბერძნული გაზეთის Proto Thema-ს ინფორმაციით, მიჩოტაკისი წერილში აღნიშნავს, რომ ევროპაში მიგრანტების შედინების აღსაკვეთად თურქეთთან თანამშრომლობას გადამწყვეტი როლი აქვს და ევროკავშირსა და თურქეთს შორის ახალი დაფინანსების მექანიზმის შემცველი შეთანხმება მოითხოვა.

წერილში, მიჩოტაკისი აცხადებს, რომ თურქეთს ლტოლვილთა ნაკადის სრულად გაკონტროლების ძალა გააჩნია და ანკარა თავშესაფრის მაძიებლებს ევროკავშირის წინააღმდეგ ზეწოლის საშუალებად იყენებს.

საბერძნეთის პრემიერი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ თურქეთისათვის ფინანსური დახმარება „ნაკლები ნაკადი მეტი დაფინანსება და უფრო დიდი ნაკადი ნაკლები დაფინანსება“ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.



მსგავსი ინფორმაციები