თურქეთი, მთიან ყარაბარში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

თურქეთი, საერთაშორისო საზოგადოებას, მთიან ყარაბარში ჩასატარებელ ე.წ. არჩევნების არ აღიარებისკენ მოუწოდებს

1387735
თურქეთი,  მთიან ყარაბარში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს

თურქეთი, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, აზერბაიჯანის კუთვნილ და სომხეთის მიერ ოკუპირებულ მთიან ყარაბაღში ჩასატარებელი ე.წ. არჩევნები არ აღიაროს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მთიან ყარაბაღში ხვალისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ნაბიჯი მთიან  ყარაბაღში მიმდინარე უკანონო ვითარების ცალმხრივი ლეგიტიმაციის მანიფესტაციაა. ეს ნაბიჯი, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) პრინციპების აშკარა დარღვევაა. საკითხი, რომლის შესახებაც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ე.წ. არჩევნების ორგანიზება მოლაპარაკებების სამშვიდობო პროცესში გამართვას და კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებას უთხრის ძირს. თურქეთი, აზერბაიჯანის სუბერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს რა, არალეგალურ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პოზიცია გაიზიაროს“.



მსგავსი ინფორმაციები