კოალიციის ჯარებმა კირკუკი დატოვეს
კოალიციის ჯარებმა კირკუკი დატოვეს
1387292
ერაყის ქალაქ კირკუკში მდებარე K1-ს სამხედრო ბაზიდან კოალიციის ჯარები გაყვანილ იქნა. კირკუკის ოპერაციების მეთაურის გენერალ-ლეიტენანტ საად ჰარბიეს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით ტერ-ორგანიზაცია, დაეში-ს წინააღმდეგ საბრძოლველად ჩამოყალიბებულმა კოალიციამ „K1“-ს სახელწოდების სამხედრო ბაზა დატოვა და კონტროლი მთლიანად მათ ხელში გადავიდა. ჰარბიემ თავის განცხადებაში კოალიციის ძალებს ქალაქის უსაფრთხოებისთვის დღემდე გაწეული სამუშაოებისთვის მადლობაც გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ერაყში, აშშ-ს 9 სამხედრო ბაზა მდებარეობს. დედაქალაქ ბაღდადში მდებარე ალ-თაჯის ბაზაზე სადაც ასევე ამერიკის სამხედროები არიან განთავსებული, ბოლო თვეებში რამდენჯერმე განხორციელდა საჰაერო თავდასხმა.