ირანში სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების ნარევის გამოყენების გამო მოწამლული 3 ადამიანი დაიღუპა

ირანში, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების ნარევის დახურულ სივრცეში გამოყენების გამო მოწამლული 3 ადამიანი დაიღუპა

1384554
ირანში სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების ნარევის გამოყენების გამო მოწამლული 3 ადამიანი დაიღუპა

ირანში, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების ნარევის დახურულ სივრცეში გამოყენების გამო მოწამლული 3 ადამიანი დაიღუპა.

შეჰრიკურდის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა მეჯიდ შირანიმ ირანის საინფორმაციო სააგენტო „ისნა“-სთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ზომების ფარგლებში ყველაზე ხშირად გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების ნარევის ჩაჰარმაჰალ-ბაჰთიარის პროვინციაში დახურულ სივრცეში გამოყენების გამო მოწამული 3 ადამიანი დაიღუპა.   

შირანის თქმით, პროვინციაში საწმენდი საშუალებებით გამოწვეული ფილტვების ინტოქსიკაციის შემთხვევების გაზრდა შემაშფოთებელია.

ირანში თითქოსდა კოვიდ-19-ისგან დასაცავად მოხმარებული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის გამო მოწამლულთა რაოდენობამ ათასს გადააჭარბა და გარდაცვლილთა რიცხვი კი 219-მდე გაიზარდა.



მსგავსი ინფორმაციები