აზერბაიჯან-სომხეთის ფრონტზე მორატორიუმი დაირღვა

სომეხი სნაიპერის ცეცხლს, ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი შეეწირა

1373349
აზერბაიჯან-სომხეთის ფრონტზე მორატორიუმი დაირღვა

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სომეხი ჯარისკაცების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა. აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სარდლობის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სომეხმა ჯარისკაცებმა, ყაზახის რაიონის სოფელ ქუშჩუ აირიმის მიმართულებით დაარღვიეს მორატორიუმი და ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანულ მხარეს. ამავე განცხადებით, სომეხი სნაიპერის მიერ გახსნილ ცეცხლის შედეგად, აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ორჰან ფაშაზადე დაიჭრა და სასწრაფოთი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც იგი შეჰიდი გახდა. აზერბაიჯანმა ამ მოვლენაში სრული პასუხისმგებლობა სომხეთის მხარეს დააკისრა



მსგავსი ინფორმაციები