თურქეთიდან ევროკავშირში 135 ათას 844 მიგრანტი  უკვე გადავიდა

თურქეთიდან ევროკავშირში 135 ათას 844 მიგრანტი  უკვე გადავიდა

1371915
თურქეთიდან ევროკავშირში 135 ათას 844 მიგრანტი  უკვე გადავიდა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოულუმ,  საბერძნეთის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ერთი თვის განმავლობაში არ მიიღებს  თავშესაფრის ახალი განაცხადებს, მკაცრად გააკრიტიკა. სულეიმან სოილუმ თავის Twitter-ზე საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „საბერძნეთმა განაცხადა, რომ ერთი თვის განმავლობაში თავშესაფრის განაცხადს არ მიიღებს. გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების თანახმად, ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, როგორც  1951 წლის ჟენევის კონვენციის ასევე,   ევროკავშირის ლტოლვილთა შესახებ კანონის თანახმად. ეს გადაწყვეტილება სრულიად არაკანონიერია“. შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ თავის Twitter-ზე ასევე წერს, რომ 135 ათას 844-მა   მიგრანტმა უკვე  გადაკვეთა თურქეთისა და ევროკავშირის საზღვარი. მეორეს მხრივ, ევროპაში შესვლის მსურველ მიგრანტებს, ბერძენმა სამხედროებმა ნეიტრალურ ზონაში ცეცხლი გაუხსნეს რის შედეგადაც მრავალი მიგრანტი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები