ისრაელში ბოლო ერთი წლის მანძილზე მესამედ ტარდება საპარლამენტო არჩევნები

ისრაელში ამომრჩეველები ბოლო ერთი წლის მანძილზე მესამედ მიდიან საპარლამენტო არჩევნებზე

1369953
ისრაელში ბოლო ერთი წლის მანძილზე მესამედ ტარდება საპარლამენტო არჩევნები

ისრაელში ამომრჩეველები ბოლო ერთი წლის მანძილზე მესამედ მიდიან საპარლამენტო არჩევნებზე.

ისრაელში, რომელსაც შექმნის დღიდან 1948 წლიდან კოალიციური მთავრობა მართავს, არჩევნებიდან პირველი 9 აპრილს, მეორე კი 17 სექტემბერს ჩატარდა. მემარჯვენე და მემარცხენე ბლოკებმა მთავრობის შესაქმნელად საჭირო მანდატების რაოდენობას ვერ მიაღწიეს, რის გამოც კოალიციის კრიზისი ვე მოგვარდა.

არჩევნებზე, რომელიც ადგილობრივი დროით 07.00 საათზე დაიწყო და 22 საათამდე გაგრძელდება, 6 მილიონ 394 ათასზე მეტი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ მისცემს ხმას, რათა იპოვონ გამოსავალი კოალიციური კრიზისიდან, რომელიც 1 წელზე მეტია გრძელდება და 120 სავარძლიან პარლამენტში მოსახვედრი დეპუტატები გამოვლინდნენ.

ვარაუდობენ, რომ ბოლო წლების ყველაზე საკამათო არჩევნებში მონაწილე 30 პარტიიდან მხოლოდ 8 შევა პარლამენტში დაარჩევნების ბედს განსაზღვრავს პალესტინელ ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის დონე.



მსგავსი ინფორმაციები