თურქეთმა ასადის 2 თვითმფრინავი ჩამოაგდო

SU-24 ტიპის თვითმფრინავები თურქულ გამანადგურებლებზე იერიშს ცდილობდნენ

1369478
თურქეთმა ასადის 2 თვითმფრინავი ჩამოაგდო
rejim uçağı düşürüldü.jpg
uçak düşürüldü.jpg

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით ახალი მესიჯი გაავრცელა და მასში აღნიშნულია, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიის იდლიბის რეგიონში წარმატებით აგრძელებენ ოპერაციებს და  მის ფარგლებში რეჟიმის 2 ცალი SU-24 ტიპის თვითმფრინავი. ჩამოაგდეს, რომლებიც თურქულ გამანადგურებლებზე იერიშს ცდილობდნენ. თავდაცვის სამინისტრომ ამასთან ერთად, თურქული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ჰაუბიცების მხრიდან, ასადის რეჟიმის ობიექტების განადგურების ამსახველი ვიდეო რგოლებიც გამოაქვეყნა, რომლებშიც ასადის რეჟიმის კუთვნილ ახალ-ახალ სამიზნეებს ანადგურებენ სერაქიფში,  შეიხ აჰმედში, ეზ ზერბეში და ტალჰიაში, მათ შორის ტანკებს, ჯავშანტექნიკას, საცეცხლე წერტებს და ა.შ,



მსგავსი ინფორმაციები