გუტერესი შეშფოთებულია იდლიბში შექმნილი ვითარებით

“რეგიონში დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს "კოშმარები და ძალადობის ციკლი"

1364229
გუტერესი შეშფოთებულია იდლიბში შექმნილი ვითარებით

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს "კოშმარები და ძალადობის ციკლი" სირიის იდლიბის რეგიონში და ამისათვის სასწრაფოდ გამოცხადდეს მორატორიუმი. გუტერესმა გაეროს შტაბბინაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იდლიბის რეგიონში კონფლიქტების გამო დაახლოებით 900 ათასი ადამიანი იძულებით ადგილნაცვალი გახდა და სირიის ჩრდილო–დასავლეთში, თურქეთის საზღვრების მახლობლად დაბანაკდნენ, სადაც სიცივის შედეგად უკვე მრავალი ბავშვი დაიღუპა და  სადაც რომ იტყვიან, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონები "სისტემატურად" ირღვევა. მისივე თქმით, ხსენებულ რეგიონში ამჟამად დაახლოებით 2,8 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება, რისთვისაც, ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში სულ ცოტა, 500 მილიონი დოლარის დახმარება ითხოვა. "სირიის მთავრობა, რუსეთის საჰაერო თავდასხმების მხარდაჭერით, თითქმის ერთი წელია აგრძელებს სახმელეთო შეტევებსაც. ამ ბოლო თვეში თურქეთისა და სირიის ძალებს შორის საბედისწერო შეტაკებებიც მოხდა. ეს ყველაფერი კი, დრამატულ და თანდათანობით გაუარესებულ ჰუმანიტარულ ვითარებასთან ერთად, ასევე სერიოზულ რისკებსაც იწვევს, რომელთა წარმოდგენაც კი შეუძლებელია," განაცხადა გუტერესმა



მსგავსი ინფორმაციები