აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ასადის რეჟიმს მოუწოდებენ

აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ასადის რეჟიმს მოუწოდებენ

1362854
აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია ასადის რეჟიმს მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა  და გერმანიამ, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე  ასადის რეჟიმს მოუწოდეს, იდლიბში  თურქულ სადამკვირვებლო პუნქტებზე თავდასხმები  შეწყვიტოს. გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, კელი კრაფტმა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ, აშშ, სირიაში მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით ყველაზე მეტის გამკეთებელ ნატო-ს წვერ თურქეთის გვერდით ვართ. რეგიონში მიმდინარე თავდასხმების გამო ახალი მიგრანტთა ნაკადის მიმართ თურქეთის შეშფოთება კარგად გვესმის. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, სირიის ჩრდილოეთში დაძაბულობის შექმნაში თურქეთის დადანაშაულებას მტკიცედ ვუარყოფთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რეგიონში ამჟამად არსებული მდგომარეობის პასუხისმგებელი ასადის რეჟიმი და რუსეთი გახლავთ.  ამერიკა, ცეცხლის შეწყვეტის  და რეჟიმის ძალების 2018 წელს სოჭში გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით განსაზღვრულ ტერიტორიებზე დაბრუნების საკითხში  თურქეთთან ერთად მუშაობას აგრძელებს“. მეორეს მხრივ ასადის რეჟიმს,  იდლიბში თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტებზე თავდასხმების შეწყვეტა მოუწოდეს ასევე გაეროში, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენლებმაც.



მსგავსი ინფორმაციები