საქართველო ინვესტიციებისთვის საიმედო ქვეყანაა

ჩალიშქანი, თურქ ინვესტორებს საქართველოში ეპატიჟება

1361591
საქართველო ინვესტიციებისთვის საიმედო ქვეყანაა

თურქი ინვესტორები საქართველოში მხარს უჭერენ თურქეთის პრეზიდენტ  რეჯეპ თაიპ ერდოღანის ინიციატივას, რომლითაც ორ ქვეყანას შორის ამჟამად არსებული 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ვაჭრობის მოცულობას, უახლოეს ხანებში 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. უცხოელი ინვესტორების დასახმარებლად საქართველოში 2009 წლიდან მოქმედი საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავჯდომარე ოსმან ჩალიშქანმა განაცხადა, რომ საქართველოში წარმოებული ყველანაირი პროდუქტის, რომელთაც გააჩნიათ ეტიკეტი "დამზადებულია საქართველოში", აქვთ შესაძლებლობა კვოტის გარეშე გააგზავნონ ევროპაში. "თუ თქვენ სწორად ასრულებთ თქვენს საქმეს, აქ პრობლემები არ გექნებათ. ამ თვალსაზრისით, საქართველო მეტად საიმედო ქვეყანაა. ამიტომაც იმ თურქ ინვესტორებს, რომელთაც სურთ უფრო მეტი ზრდა და ამასთან საზღვარგარეთ გასვლა, საქართველოში ვიწვევ," განაცხადა ჩალიშქანმა. მისი თქმით, თურქული კომპანიების ჯამური ინვესტიცია საქართველოში დაახლოებით 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს და მათ საწარმოებში მთლიანობაში 22 ათასი ადამიანია დასაქმებული



მსგავსი ინფორმაციები