მუსტაფა აქინჯის ერსინ თათარიც აკრიტიკებს

მუსტაფა აქინჯის ერსინ თათარიც აკრიტიკებს

1355944
მუსტაფა აქინჯის ერსინ თათარიც აკრიტიკებს

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (KKTC) პრემიერ-მინისტრი ერსინ თათარი,  პრეზიდენტ მუსტაფა აქინჯის ინგლისურ გამოცემა „The Guardian“-სათვის მიცემული ინტერვიუს დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და მწვავე რეაქცია გამოხატა. შეგახსენებთ, რომ მუსტაფა აქინჯიმ ინგლისურ მედიასთან ინტერვიუს დროს შესაძლო თურქეთთან დაკავშირება „საშინელ“ მოვლენად შეაფასა. „დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ხალხი, მათვის არანაირი სარგებლობის არ მომტანი განცხადებების გაკეთების პასუხს, არჩევნებზე გასცემს ბატონ მუსტაფა აქინჯს. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, თურქეთთან ყოველთვის ძმურ კავშირში იყო და ასე გააგრძელებს მომავალშიც, საპირისპიროზე ფიქრიც კი მიუღებელია და ჩვენი ხალხისათვის საზიანოა. მუსტაფა აქინჯის მიერ გაკეთებული განცხადებები, მხოლოდ ბერძნებს თუ ესიამოვნებათ. აინჯის განცხადება, კვიპროსის საკითხის მოგვარებაში თურქეთის მიერ გაწეულ ძალისხმევას სასტიკად ეწინააღმდეგება“, განაცხადა ერსინ თათარმა.



მსგავსი ინფორმაციები