ტრაგედია ბაღდათის მუნიციპალიტეტში
ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა
1352793

საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ორსართულიან ხის სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა და მათ შორის 4 ბავშვი იყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, ქალაქ ბაღდათის აკაკი წერეთლის პროსპექტზე მდებარე ორ სართულიანი ხის სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული 6 ადამიანიდან ხუთნი, დედა და 4 შვილი, ერთი ოჯახის წევრნი არიან, ხოლო მეექვსე კი მათი ახლო ნათესავი ყოფილა.
მსგავსი ინფორმაციები

აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია
აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია