თურქეთმა იდლიბში საპასუხო ცეცხლით რეჟიმის 76 წევრი  გაანეიტრალა

თურქეთმა იდლიბში საპასუხო ცეცხლით რეჟიმის 76 წევრი  გაანეიტრალა

1352576
თურქეთმა იდლიბში საპასუხო ცეცხლით რეჟიმის 76 წევრი  გაანეიტრალა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განაცხადებით, სირიაში, იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 8 თურქი დაიღუპა. მინისტრ აქარის განცხადებით, ასადის რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ამ ქმედებას, ანკარამ შესაბამისად უპასუხა რა, რეჟიმის 76 წევრი გაანეიტრალა. ჰულუსი აქარმა ამის შესახებ განცხადება, გენშტაბის უფროს იაშარ გიულერთან  და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად  იდლიბში,  „იდლიბის დაძაბულობის დეესკალაციის ზონის“ მართვის ცენტრში,  სამოქმედო გეგმების დაკვირვების შემდეგ გააკეთა.

„სირიის რეჟიმის მხრიდან წინა დღეს 01:13 საათზე ჩვენს სამხედროების მიმართ განხორციელებულ საჰაერო  თავდასხმას, შესაბამისაც ვუპასუხეთ. ამ დროისათვის რეჟიმის 54 სამიზნეზე იქნა იერიში მიტანილი. სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ამ დროისათვის რეჟიმის 76  წევრი იქნა განეიტრალებული“, განაცხადა ჰულუსი  აქარმა.

შეგახსენეთ, რომ ასადის რეჟიმის ძალების მიერ იდლიბში, „იდლიბის დაძაბულობის დეესკალაციის ზონში“ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 სამოქალაქო.



მსგავსი ინფორმაციები