ისრაელის ჯარებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 12 პალესტინელი დააკავა

ისრაელის ჯარებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 12 პალესტინელი დააკავა

1353113
ისრაელის ჯარებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 12 პალესტინელი დააკავა

ისრაელის სამხედროებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე კიდევ 12 პალესტინელი დააკავეს. პალესტინის პატიმართა საზოგადოების მიერ გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ისრაელის  ჯარებმა ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერაციების დროს კიდევ 12  პალესტინელი დააკავეს, რომლებიც თითქოს და ‘ტერორისტულ აქტებში’ მონაწილეობდნენ. მათივე განცხადებით დაკავებული პალესტინელები დაკითხვის მიზნით წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის ჯარები,  პალესტინელების სახლებში სხვადასხვა ბრალდებებით უკანონო ჩხრეკებს ხშირად ატარებენ და პალესტინელებს აკავებენ. 



მსგავსი ინფორმაციები