თურქეთის და რუსეთის დელეგაციების ლიბიის საკიხზე შეხვედრა დაიწყო

თურქეთის და რუსეთის დელეგაციების ლიბიის საკიხზე შეხვედრა დაიწყო

1339831
თურქეთის და რუსეთის დელეგაციების ლიბიის საკიხზე შეხვედრა დაიწყო
Turk-rus heyetler, libya, moskova2.jpg
Turk-rus heyetler, libya, moskova1.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუს, თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის რუს კოლეგებთან სერგეი ლავროვთან და სერგეი შოიგუსთან ლიბიის საკითხზე შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრაზე, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო სტუმრების სახლში ტარდება, ლიბიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მცდელობების საკითხზე კონსულტაციებს გამართავენ.

ლიბიის მხარეების წარმომადგენლად ლეგიტიმური მმართველობის ეროვნული თანხმობის მთავრობის  პრემიერი ფაიზ ეს სერაჯის და ლიბიელი მეამბოხე სამხედრო ხალიფა ჰაფტერის მოსკოვში შეხვედრების გამართვა იგეგმება.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, სავარაუდოდ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ლიბიის ყველა მხარეს 8 იანვარს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ლიბიაში ეროვნული თანხმობის მთავრობის და ჰაფტერის ძალების დათანხმებით 12 იანვარს ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა.


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #ლიბია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები