დასავლეთი თეირანის მოტივაციას არ იღებს

“თვითმფრინავი ირანული რაკეტით არის ჩამოგდებული“

1338341
დასავლეთი თეირანის მოტივაციას არ იღებს

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი ეჭვის თვალით უყურებს ირანის განცხადებას იმის შესახებ, რომ თეირანიდან უკრაინისაკენ მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი ტექნიკური ხარვეზის გამო ჩამოვარდა. “მაქვს ეჭვები, ასე ფიქრობენ სხვებიც, რომ ეს არის ტრაგიკული შემთხვევა. ვიღაცამ შეიძლება რაღაც შეცდომა დაუშვა, რადგან, თვითმფრინავი მეტად რთულ რეგიონში მიფრინავდა. ზოგიერთების განცხადებით, თვითმფრინავი ტექნიკური მიზეზების გამო ჩამოვარდა. მე კი ამ საკითხზე ცუდი გრძნობა მაქვს. ჩემი აზრით, იქ რაღაც საშინელი ტრაგედია დატრიალდა“, განაცხადა ტრამპმა. ინგლისი პრემიერ ჯონსონის თქმითაც, თვითმფრინავი ირანის მიერ გასროლილი რაკეტით არის ჩამოგდებული და ეს შეიძლება წინასწარი განზრახვის გარეშე მოხდა, ამიტომაც ამ საქმეზე დაწყებული გამოძიების გამჭვირვალე და ნდობის ატმოსფეროში ჩატარება მოითხოვა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, უკრაინის სამგზავრო ავიალაინერი ირანის რაკეტამ, შეიძლება უნებლიედ ჩამოაგდო: „მოგვეპოვება ინფორმაციები სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის ჩვენი მოკავშირეებისგან და საკუთარი დაზვერვიდან. მტკიცებულებები იმაზე მიანიშნებს, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულია ირანის კუთვნილი მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტით“, ხაზგასმით აღნიშნავს ტრუდო. ამ ბრალდებებს უარყოფს ოფიციალური თეირანი და აცხადებს, რომ თვითმფრინავი, ძრავაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ჩამოვარდა და საქმეზე დაწყებული მოკვლევა გამჭვირვალე იქნება. როგორც ცნობილა, ჩამოვარდნილ თვითმფრინავში იმყოფებოდა ეკიპაჟის 9 წევრი და 167 მგზავრი. ყველა მათგანი, მათ შორის 82 ირანელი მოქალაქე, 63 კანადელი, 11 უკრაინელი, 10 შვეციელი, 4 ავღანელი, 3 გერმანელი 3 ინგლისელი, დაიღუპნენ



მსგავსი ინფორმაციები