ტრამპმა ამერიკის ბაღდადის საელჩოზე შეტევაში ირანი დაადანაშაულა
“ჩვენ მკაცრად ვუპასუხეთ მათ და მომავალშიც ასე ვუპასუხებთ“
1332716
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბაღდადში მოქმედ აშშ-ს საელჩოზე თავდასხმაში ირანია პასუხისმგებელი. ტრამპმა, სოციალურ ქსელ ტვიტერის ანგარიშიდან, ბაღდადში, აშშ-ს საელჩოზე განხორციელებული თავდასხმა შეაფასა და მასში აღნიშნა: ”ირანმა მოკლა ამერიკელი კონტრაქტორი და მრავალი ადამიანი კი დაჭრა. ჩვენ მკაცრად ვუპასუხეთ მათ და მომავალშიც ასე ვუპასუხებთ. ირანი ამჟამად ერაყში, აშშ-ის საელჩოზე შეტევას ხელმძღვანელობს, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად მას ეკისრება. გარდა ამისა, ჩვენ ველით, რომ ერაყი გამოიყენებს თავის ძალას და დაიცავს ჩვენი საელჩოს უსაფრთხოებას,”- ხაზგასმით განაცხადა ტრამპმა