პუტინმა ხელი მოაწერა "უცხოელი აგენტის" კანონს

კანონი ძალაში შედის 2020 წლის 1 თებერვლიდან

1324471
პუტინმა ხელი მოაწერა "უცხოელი აგენტის" კანონს

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პატიმრობას და ჯარიმებს ითვალისწინებს იმ პირებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც დაარღვევენ ე.წ. "უცხოელი აგენტის" კანონს. რუსეთის სახელმწიფო სამართლის საინფორმაციო სისტემაში გამოქვეყნებული ამ კანონის ტექსტის თანახმად, რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, ინტერნეტში, ან სხვა გარემოში ინფორმაციის გამავრცელებელი და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული პირები თუ დაარღვევენ ხსენებულ კანონს, დაჯარიმდებიან 10 ათასი რუბლიდან 100 ათას რუბლამდე, ან მიესჯებათ 15 დღის ვადით პატიმრობა, ხოლო ორგანიზაციები კი დაისჯებიან 500,000 რუბლიდან 5 მილიონ რუბლამდე. ეს კანონი ძალაში შევა 2020 წლის 1 თებერვლიდან.



მსგავსი ინფორმაციები