ამერიკის სენატის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანიც მკაცრად გმობს

ამერიკის სენატის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანიც მკაცრად გმობს

1323180
ამერიკის სენატის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანიც მკაცრად გმობს

აზერბაიჯანმა, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ 1915 წელის,  სომხური მოვლენების „გენოციდად“ აღიარება, მკაცრად დაგმო. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ს სენატის მიერ 1915 წლის მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარების შემცველი ტექსტი, მეცნიერული და ისტორიული თვალსაზრისით ურთიერთ წინააღმდეგობრივი და საეჭვო წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციებით არის მომზადებული. ტექსტში ნათლად არის აღნიშნული, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ სომხური ლობის მიერ არის მომზადებული, რომელიც მათ მზაკვრულ მიზნებს ემსახურება. ამერიკის სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ერთი საუკუნის წინ მომხდარი მოვლენების პოლიტიზირება ხდება. იგივე სენატი, სომხეთის მიერ აზერბაიჯანელების მიმართ განხორციელებული მასიური თავდასხმების და ხოჯალოს გენოციდის მიმართ რატომღაც გამუდმებით დუმს. ეს კი მათი მხრიდან ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითია. ამიტომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აშშ-ს სენატის იერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება და სხვა არაფერს“.



მსგავსი ინფორმაციები