ბაღდადში სამხედრო ბაზაზე სარაკეტო შეტევა მოხდა

ბაღდადში საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე სარაკეტო შეტევა მოხდა

1319924
ბაღდადში სამხედრო ბაზაზე სარაკეტო შეტევა მოხდა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად 6 ჯარისკაცი დაიჭრა.

ერაყის უსაფრთხოების მედიის ქსელის მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზას 4 რაკეტა „კატიუშა“ ესროლეს.

თავდასხმის შედეგად 6 სამხედრო დაშავდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ძიების დროს, აღმოჩენილი იქნა "რაკეტების გაშვების წერტილი".

ერაყში გასულ დღეებში სარაკეტო შეტევა განხორციელდა აგრეთვე სალაჰადინისა და ენბარის პროვინციებში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე.



მსგავსი ინფორმაციები