ლავროვი ბაქოს სტუმრობს

იგი ილჰამ ალიევმა მიიღო

1316495
ლავროვი ბაქოს სტუმრობს

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიღო და მასთან საუბარში თქვა, რომ სამწუხაროდ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისადმი მიმართულ მოლაპარაკებებში ჯერ ჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი შედეგისთვის არ მიუღწევიათ. მისივე  თქმით, 2019 წელი წარმატებული წელი იყო რუსეთ-აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით და ამ წლის ბოლომდე ვაჭრობის მოცულობაში 25 პროცენტიან ზრდას ელიან. მთიანი ყარაბაღის საკითხზე საუბრისას ალიევმა თქვა: ”სამწუხაროდ, ამ საკითხში რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ მიგვიღია და ამის მთავარი მიზეზი არის სომხეთის ადმინისტრაციის არაეფექტური პოლიტიკა, კერძოდ, ყარაბაღის სომხური კუთვნილობის შესახებ ხშირად გავრცელებული განცხადებები. ძალიან გაგვახარა ამასთან დაკავშირებით რუსეთისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ბოლო პასუხმა. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას მინსკის თანათავჯდომარეებთან. მალე მორიგი შეხვედრა გაიმართება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოსკოვი  გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას მოლაპარაკების პროცესში“, განაცხადა ალიევმა. რუსმა მინისტრმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტისთვის ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, ხოლო მანამდე მხარეებმა თავიდან უნდა აიცილონ დისკუსიები როგორც გაეროს წესდების, ასევე ჰელსინკის საბოლოო აქტში მითითებული პრინციპების წინააღმდეგ.



მსგავსი ინფორმაციები