ირანი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში საუდის არაბეთს ადანაშაულებს

ირანი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში საუდის არაბეთს ადანაშაულებს

1311943
ირანი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში საუდის არაბეთს ადანაშაულებს

ირანის საპოლიციო ძალების,  რელიგიისა და პოლიტიკის განყოფილების უფროსი ალი რიზა ედიანი ქვეყანაში ბენზინის ფასების ზრდასთან დაკავშირებით დაწყებულ საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში საუდის არაბეთს ადანაშაულებს. ედიანი თავის განცხადებაში აღნიშნავს: „დაკავებული პირებს  დაკითხვებზე ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი აქციის მონაწილე საუდის არაბეთის, სახალხო მუჯაჰიდების და შეიხების მომხრე ორგანიზაციების მხარდამჭერები არიან“. მეორეს მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის უფროსმა ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდა შეუფარდონ უმკაცრესი სასჯელი მათ, ვინც მონაწილეობას იღებდა დემონსტრაციებში.  „ჩვენ დავაკავეთ ყველა დაქირავებულები, რომლებმაც აღიარეს, რომ ამერიკისთვის მუშაობდნენ. იმედი გვაქვს, რომ  სასამართლო მათ მაქსიმალურ სასჯელს შეუფარდებს“, განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის უფროსმა. ირანში საპროტესტო აქციები 15 ნოებერს დაიწყო. საერთაშორისო ამნისტიის  ინფორმაციით, სამთავრობო ძალებთან შეტაკებისას სულ მცირე, 115-ზე მეტი დემონსტრანტი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას კი  ოფიციალური თეირანი არ ადასტურებს.



მსგავსი ინფორმაციები