თბილისში ათასობით ადამიანი „ქართული ოცნების“ გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა

თბილისში ათასობით ადამიანი „ქართული ოცნების“ გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების ცვლილებებს

1308187
თბილისში ათასობით ადამიანი „ქართული ოცნების“ გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა

თბილისში ათასობით ადამიანი ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების ცვლილებებს.

თბილისში პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა ადამიანებმა მთავრობის ქმედებები გააპროტესტეს და იგი მოსახლეობისათვის მიცემული დაპირების არ შესრულებაში დაადანაშაულეს.

აქციაში მონაწილე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის მუშაობას. ისინი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ.

დემონსტრანტები მთავრობას მოსახლეობისათვის რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე მიცემული  დაპირების არ შესრულებასა და ხალხის ღალატში ადანაშაულებს.  

ხელისუფლებაში მყოფმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ თანხმობა განაცხადა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე. თუმცა 14 ნოემბერს პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს. ამის შემდეგ 12-მა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა.

თბილისში ივნისში გამართულ 26-ე მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სხდომაზე რუსეთის დელეგაციის კომუნისტური პარტიის წევრის და დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამეტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას ქვეყნაში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეთა ერთ-ერთ მოთხოვნა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა.

მაშინ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.  



მსგავსი ინფორმაციები