აშშ აცხადებს, რომ ელ მუჰაჯირი მოკლეს

ტერორგანიზაცია DAEŞ-ის სპიკერი ებუ ჰასან ალ მუჰაჯირი სირიის ქალაქ ჯერაბლუსის ახლოს გუშინ წინ ჩატარებული ოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული

1296507
აშშ აცხადებს, რომ ელ მუჰაჯირი მოკლეს

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებით, ტერორგანიზაცია DAEŞ-ის სპიკერი ებუ ჰასან ალ მუჰაჯირი სირიის ქალაქ ჯერაბლუსის ახლოს გუშინ წინ ჩატარებული ოპერაციის დროს იქნა ლიკვიდირებული.

საგარეო საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსანმა, რომელიც ვინაობას არ ამჟღავნებს, ამერიკულ მედიასთან ელ მუჰაჯირის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.   

მისი თქმით, DAEŞ-ის ლიდერის ებუბექირ ელ ბაღდადის მიერ ხალიფად დასახელებული ელ მუჰაჯირი, სირიის ქალაქ ჯერაბლუსის ახლოს ჩატარებული ოპერაციით იქნა ლიკვიდირებული და ოპერაცია ამერიკის შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების ძალების სამხედროებმა განახორციელეს.

მაღალჩინოსანმა ოპერაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე არ ისაუბრა, ამერიკის თავდაცვის სამინისტროს კი საკითხთან დაკავშირებით განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

ამავდროულად, ჯერაბლუსიდან საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს საჰაერო ძალებმა ჯერაბლუსის რაიონში გუშინ წინ დაახლოებით 19.30 საათზე გზაზე მიმავალ დიზელის ორ ტანკერს რაკეტა ესროლეს.

თავდასხმით გამოწვეული აფეთქებების გამო რეგიონში სირიის ეროვნული არმიის სამხედროები შევიდნენ, რომლებმაც აფეთქებულ ტანკერებში 3 ცხედარი აღმოაჩინეს. დათვალიერების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ მოკლულებიდან ერთი ტერორგანიზაცია DAEŞ-ის ლიდერებიდან ელ მუჰაჯირია.  

აღნიშნული პიროვნება, ერთ-ერთ ტანკერში სპეციალურ სამალავში იმალებოდა, სადაც დაიწვა.  


საკვანძო სიტყვები: #სირია , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები