ტერორისტული ორგანიზაციის სოციალური მედიის მომხრეებმა, მანიპულირება დაიწყეს

ტერორისტული ორგანიზაციის სოციალური მედიის მომხრეებმა, მანიპულირება დაიწყეს

1285532
ტერორისტული ორგანიზაციის სოციალური მედიის მომხრეებმა, მანიპულირება დაიწყეს
pkk sosyal medya manipulasyon3.jpg
pkk sosyal medya manipulasyon2.jpg
pkk sosyal medya manipulasyon1.jpg

თურქეთის მიერ სამხრეთ საზღვარზე ჩამოსაყალიბებელი ტერორის დერეფნის აღმოფხვრის და რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის დასამყარებლად დაწყებული ოპერაცია, „მშვიდობის წყარო“-ს წინააღმდეგ ტერ-ორგანიზაცია, YPG/PKK-ს სოციალური მედიის მომხრეებმა, მანიპულირება და დეზინფორმაციის გავრცელება  დაიწყეს. მათ, სირიის სამოქალაქო ომის დროს სხვადასხვა რეგიონებში  სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოსურათები სოციალურ ქსელებში გავრცელება დაიწყეს თითქოს და ეს ყველაფერი ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს მსვლელობის დროს იქნა გადაღებული. ტერ-ორგანიზაცია,  YPG/PKK-ს სოციალური მედიის მომხრეებმა სირიაში, იდლიბის პროვინციაში 2014 წელს განხორციელებული საჰაერო ოპერაციის დროს დაზარალებული ბავშვების და სამედიცინო დაწესებულების ფოტოები „თურქული არმიის თავდასხმის უახლესი სურათები“  სათაურით გაავრცელეს, რაც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. YPG/PKK-ს სოციალური მედიის მომხრეები მსგავს პროვოკაციულ დეზინფორმაციებს, თურქეთის მიერ ადრე  განხორციელებულ „ევფრატის ფარი“-ს და „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციების დროსაც ახორციელებდნენ.



მსგავსი ინფორმაციები