როჰანი და სარქისიანი ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი და სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ

1279365
როჰანი და სარქისიანი ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი და სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ.

ირანის პრეზიდენტის სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების ლიდერების სამიტში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში მყოფმა როჰანიმ სარქისიანთან შეხვედრაზე ორმხრივი და რეგიონალური საკითები განიხილა.

როჰანიმ განაცხადა, რომ სომხეთთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოება და გაძლიერება ირანის საგარეო პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს და ორივე ქვეყენას ენერგო, გადაზიდვების, ტურიზმის და მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია.

როჰანიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანის ევრაზიის ეკონომიკურ გაერთიანებაში მონაწილეობა რეგიონში ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას მოემსახურება.

სარქისიანმა კი განაცხადა, რომ ირანთან ურთიერთობების გაფართოება მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია და სურთ სამრეწველო, ენერგო და გარემოს დაცვის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერება.


საკვანძო სიტყვები: #როჰანი , #სარქისიანი , #სომხეთი , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები