კიდევ ერთი თავდასხმა იდლიბზე

ბაშარ ასადის რეჟიმის იდლიბზე თავდასხმების შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

1274660
კიდევ ერთი თავდასხმა იდლიბზე

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ იდლიბის სამხრეთით არსებულ დასახლებებზე რაკეტებით და ნაღმტყორცნებით განხორციელებული  თავდასხმების შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.   

რეჟიმის ძალებმა გუშინ ღამის საათებში იდლიბის სამხრეთში მდებარე სოფლები მარიტირმე, ეთ ტუჰი და კეფერ ავიდი ხმელეთიდან მძიმე შეიარაღებით დაბომბეს.

სამოქალაქო დაცვის ცნობით, გუშინ ღამით დაბომბილ სოფელ კეფერ ავიდში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

ასადის რეჟიმის და მისი მხარდამჭერი რუსეთის მიერ თვის დასაწყისიდან დღემდე იდლიბის დეესკალაციის ზონაში განხორციელებული საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების შედეგად 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

თურქეთსა და რუსეთს შორის 2018 წლის 17 სექტემბერს შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე იდლიბის დეესკალაციის ზონაში, რეჟიმისა და რუსეთის თავდასხმების გამო ათას 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

იმ რეგიონებიდან, სადაც თავდასხმები ინტენსიურად ხდება შედარებით მშვიდ ადგილებსა და განსაკუთრებით თურქეთის საზღვართან ახლოს გაქცეულ ადამიანთა რიცხვმა 1 მილიონ 42 ათასს მიაღწია.  



მსგავსი ინფორმაციები