სამთა სამიტის ერთობლივი დეკლარაცია

მორიგი სამთა სამიტი თეირანში გაიმართება

1270775
სამთა სამიტის ერთობლივი დეკლარაცია

თურქეთ-რუსეთ-ირანს შორის გუშინ, ანკარაში გამართული მორიგი სამთა სამიტის ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც გაეროს მიერ დადგენილ,  სირიის სუვერენიტეტზე, ერთიანობაზე  და  ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერაზეა ყურადღება გამახვილებული. სირიის საკითხთან დაკავშირებით  მორიგ სამთა სამიტი  თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის და ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანის  მონაწილეობით გუშინ ანკარაში გაიმართა. ერთობლივ დეკლარაციაში ლიდერებმა აღნიშნეს, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ერთობლივი მოქმედებით, უსაფრთხოების, სტაბილურობის, და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი იქნება. ლიდერებმა, აშშ-ს მხრიდან გოლანის მაღლობების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასეს და დაგმეს. ერთობლივ დეკლარაციაში ასევე ისიც იქნა აღნიშული, რომ ისრაელის მხრიდან სირიის მიმართ განხორციელებული სამხედრო თავდასხმები ქვეყნის სტაბილურობას და ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს.  სამთა სამიტზე  ლიდერებმა ისიც აღნიშნეს, რომ სირიის კრიზისი მოგვარების ერთადერთი გამოსავალი გზა დიპლომატიაა. მათ იმაზეც შეთანხმდნენ რომ მორიგი სამიტი თეირანში  გაიმართოს.

გუშინდელ სამიტზე სირიის ჩათვლით  რეგიონული, საერთაშორისო მოვლენები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა იქნება განხილული.



მსგავსი ინფორმაციები